შეხვედრა ხელვაჩაურში მცხოვრებ ახალგაზრდებთან

შეხვედრა ხელვაჩაურში მცხოვრებ ახალგაზრდებთან
19 სექტემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგარდზებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგარდულ საკითხთა კომისიისა და რესურსცენტის ორგანიზებით "ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის" შეხვედრა მოეწყო.

✅"ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის"პროექტი, რომელსაც ევროკავშირის დაფინასებით, ENPARD II-ის პროგრამის ფარგლებში და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ ახორციელებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიული უნარ-ჩვევების შემუშავებას და მოტივაციის ამაღლებას.

✅შეხვედრაზე ძირითადად სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობაზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკაზე ისაუბრეს.
✅შეხვედრას საკრებულოს წევრები ხათუნა დიასამიძე,გურანდა დოლიძე და რესურსცენტის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგარდებს ეფექტური კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.