შეხვედრა ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელთან

შეხვედრა ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელთან
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელთან იან ჩერნიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტის კოორდინატორი - ირაკლი გორაძე
,,მზად ვართ განვიხილოთ ჩეხეთის საელჩოს მხარდაჭერის სხვადასხვა მიმართულება მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მომავალი განვითარებისათვის’’ განაცხადა შეხვედრაზე ბატონმა იან ჩერნიკმა.
შეხვედრაზე განიხილეს მაჭახლის დაცული ლანდშაფტის მართვის და მისი განვითრების სტრატეგიები. ასევე, დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრებისა და სამედიცინო პუნქტების მოწყობის საკითხები.
ჯუმბერ ვარდმანიძემ ისაუბრა დაცულ ტერიტორიაზე ლოკალური გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე. საკითხი, მნიშვნელოვანია იმდენად რამდენადაც, აღნიშნული სეპტიკური სისტემის დანერგვა სამომავლოდ შესაძლებელია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში.
ასევე, საუბარი შეეხო ხეობაში ჩაის და სხვა ტრადიციული კულტურების აღდგენის პერსპექტივას.
ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელთან მომავალი შეხვედრა მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაიმართება.