შეჯიბრი ხელბურთში

შეჯიბრი ხელბურთში

30-ე სპორტული თამაშების ფარგლებში დღეს დასრულდა შეჯიბრი ხელბურთში, რომელიც ჩატარდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში. მასში სულ ჩართული იყო 6 საჯარო სკიოლის 60 მოსწავლე. I ადგილი დაიკავა ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლამ, II ადგილი თხილნარის საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი - მახოს საჯარო სკოლამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლები.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის სიგელებით, მედლებითა და თასებით.