სოფელ აჭარისაღმართში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 169 996 ლარს. სამუშაოებს აწარმოებს შპს "ნაგო". პროექტი ითვალისწინებს 50 - მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას. აღნიშნული ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დასრულდება.