საქველმოქმედო აქცია "თანაში"

საქველმოქმედო აქცია "თანაში"

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანას" ეწვივნენ. გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ ცენტრის ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცა და მათ საჩუქრად სხვადასხვა სახის ლიტერატურა გადასცა. ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებმა სააღმზრდელო მასალებითა და სათამაშოებით გაახარა ბავშვები. დღესვე კულტურის ცენტრთან არსებულმა თოჯინების სახალხო თეატრმა „თანას“ ბენეფიციარებისთვის წარმოადგინა სპეკტაკლი.

  ანალოგიურ საქველმოქმედო აქციებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად ახორციელებს.