საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ,ქალაქ ბათუმის მერი, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ, დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.