საპატიო მაჭახლელი 2019

საპატიო მაჭახლელი 2019

ხელვაჩაურის მერიაში დაიწყო განცხადებების მიღება "საპატიო მაჭახლელი 2019" - ის გამოსავლენად.

კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

 საინიციატივო ჯგუფს - შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს მაჭახლის ხეობის ამომრჩეველთა 1% - ის ხელმოწერა.
 საზოგადოებრივ გაერთიანებას;
 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს;
 საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს;

წოდებას წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ანიჭებს მერი და გადასცემს ფასიან საჩუქარს და მოწმობას.

წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
 კანდიდატის ღირსების და დამსახურების დამადასტურებელი დოკუმენტები;
 კანდიდატის წარმომდგენი პირის რეკომენდაციის წერილი;
 კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები;

განცხადებები მიიღება 2019 წლის 05 სექტემბრამდე ხელვაჩაურის მერიაში.
საკონტაქტო ტელ.: 0422 259 326