სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურში

ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ხოზრევანიძემ, ციტრუსის შტაბის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, რომელთაც აღნიშნეს, რომ პრევენციულმა ღონისძიებებმა ფაროსანას წინააღმდეგ წარმატებული შედეგი გამოიღო, რამაც შეამცირა მავნებლის ზიანი ციტრუსის პლანტაციებში. მათი ინფორმაციით, ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით უფრო ეფექტური და მომგებიანი გახდა.