სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის პედაგოგებთან

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების ხელვაჩაურის სახელოვნებო სკოლის პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა იყო საინფორმაციო ხასიათის, რაც უკავშირდებოდა სამომავლო გეგმებს სახელოვნებო სკოლის მუშაობის პროცესის მიმართულებით.