საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 44 საკითხი განიხილა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 44 საკითხი განიხილეს, აქედან 7 დადებითად გადაწყდა, 20 მოქალაქეს უარი ეთქვა განცხადებაზე, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ იყო საკუთრების მომიჯნავე და არც 2007 წლამდე აგებული შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული. 15 დოკუმენტზე საქმის წარმოებას შეწყდა მოქალაქეთა თხოვნის საფუძველზე, 2 მოქალაქეს კი უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოპფილებაზე. სხდომაზე საკუთრების უფლების მოწმობის იდენტურობის დადგენასთან,საკუთრების უფლების აღიარებათან და საკუთრების უფლების მოწმობაში კორექტირებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.