საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 42 საკითხი დააკმაყოფილა

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 42 საკითხი დააკმაყოფილა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N3 სხდომა ჩატარდა, სხდომაზე განხილული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი განცხადებები. სულ დაკმაყოფილდა 42 საკითხი, მათგან 27 საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. 4 განცხადება რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგუისტრაციასთან ხოლო 11 განცხადება მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დადგენისა და დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით 1 მოქალაქეს ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე ვინაიდან მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული 2007 წლამდე აშენებული შენობა-ნაგებობა და არ წარმოადგენდა საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მიმდებარეს ხოლო 4 მოქალაქეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის აღმოსაფხვრელად.