საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 17 საკითხი განიხილა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა დღეს 17 საკითხი განიხილეს, აქედან 9 დადებითად გადაწყდა, 1 მოქალაქეს უარი ეთქვა, ხოლო 6 მოქალაქეს განესაზღვრა ვადა განცხადებაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და კომისიისთვის დოკუმენტაციის ხელახლა წარსადგენად.
სხდომაზე საკუთრების უფლების მოწმობის იდენტურობის დადგენასთან,საკუთრების უფლების აღიარებათან და საკუთრების უფლების მოწმობაში კორექტირებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.