საკრებულოში მალე 4 ახალი პეტიცია შევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მალე 4 ახალი პეტიცია შევა. პეტიციის ინიციატორებმა საკრებულოს ინიცირების პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს. ამ ეტაპზე ისინი საკრებულოდან ხელმოწერების შესაგროვებლად მხარადამჭერთა ბლანკებს ელოდებიან. ინიციატორებთან შეხვედრა ხელვაჩაურის „ქალთა ოთახში“ გაიმართა, სადაც „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტმა, მათ იურიდიული პროცედურების შესახებ კონსულტაცია გაუწია.