საკრებულოს თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ტრენინგს დაესწრნენ

საკრებულოს თანამდებობის პირები ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ტრენინგს დაესწრნენ

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაციის არსისა და შევსების წესის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრნენ. 
შეხვედრის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია 
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იყო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ის თანამშრომლები, რომლებსაც საჯარო მოხელეებზე ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს კონსულტაციის გაწევა ევალებათ.