საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომიისიის თავმჯდომარე მახინჯაურის ბაღს ეწვია

დღეს საკრებულოს წევრი გურანდა დოლიძე მახინჯაურში ახლაგახსნილ საბავშვო ბაღს ეწვია და ბაღში აღმზრდელობით პროცესს გაეცნო. საბავშვო ბაღში მისვლის ერთ-ერთ მიზანს ბაღისთვის მიწოდებული საკვები პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის შესწავლა იყო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა საბავშვო ბაღს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტი მიეწოდება.