სახალხო ზეიმი "კოლხობა" სარფის სანაპიროზე

სახალხო ზეიმი "კოლხობა" სარფის სანაპიროზე

დღეს, სარფის სანაპიროზე გაიმართა სახალხო დღესასწაული - კოლხობა.
სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით ჩატარდა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საზოგადოების ცნობილი სახეები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს ხელვაჩაურის მერმა - ჯუმბერ ვარდმანიძემ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ.
18:00 საათზე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდენ სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები. ღონისძიება ფეერვერკით დასრულდა.