საინფორმაციო შეხვედრა განთიადისა და მახინჯაურის საჯარო სკოლებში

დღეს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს განთიადისა და მახინჯაურის საჯარო სკოლებში. შეხვედრები ითვალისწინებდა ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ახალგაზრდების საჭიროებების უკეთ გაცნობას შემდგომში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით. დღევანდელ შეხვედრებს სულ 60 ახალგაზრდა დაესწრო.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მადლობას უხდის განთიადისა და მახინჯაურის საჯარო სკოლებს საინფორმაციო შეხვედრების ადგილზე ორგანიზებისთვის.