საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება ტრენინგი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

 საჯაროდ გამოსვლის ხელოვნება ტრენინგი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,საჯაროდ სიტყვით გამოსვლის ხელოვნება“. რა არის საჭირო იმისთვის, რომ სიტყვით გამოსვლა წარმატებულად ჩაითვალოს და იყოს ეფექტური, რა ითვლება ხელშემწყობ/ხელშემშლელ ფაქტორებად საჯაროდ გამოსვლისას, რა არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასათვალისწინებელი სიტყვით გამოსვლამდე-ეს ის საკითხებია რომელიც ახალგაზრდობის ცენტრში მოწვეულმა ტრენერმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა გიგა ფარტენაძემ ტრენინგში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად განიხილა. ტრენინგის დასკვნით ნაწილში მონაწილე ახალგაზრდებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები და თავად წარდგნენ სიტყვით აუდიტორიის წინაშე.
დღეს გამართულ შეხვედრას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში სულ 17 ახალგაზრდა ესწრებოდა.