საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში

საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში

2019 წლის 23, 24 და 26 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა 29-ე სპორტული თამაშების ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში (გოგონები, ვაჟები). სულ მონაწილეობდა 15 საჯარო სკოლის 75 მოსწავლე. I ადგილი დაიკავა ჩიქუნეთის საჯარო სკოლამ, II ადგილი თხილნარის №1 საჯარო სკოლამ, ხოლო III ადგილი ზედა თხილნარის საჯარო სკოლამ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებითა და შესაბამისი ხარისხის სიგელებით.