საბჭოთა ოკუპაციის დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დილიდან დაშვებულია.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა.