საბავშვო ბაღებში ხატვის კონკურსი ჩატარდა

მიმდინარე წლის 28 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების ,კულტურის ,სპორტის,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებს შორის ჩატარდა ხატვის კონკურსი თემაზე: ,,დაიცავი ბუნება.''პატარები ხალისით იღებდნენ მონაწილეობას და სხადასხვა ნომინაციებში: საუკეთესო ფერები, წლის ღიმილი, წლის ყოჩაღები, საუკეთესო მარჯვე ხელები, საუკეთესო ხედვა, მხიარული სახეები- მოიპოვეს გამარჯვება. აქტიური მონაწილეობისათვის მუნიციპალიტეტის მერიამ აღსაზრდელები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. ასევე, ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ აღმზრდელ-პედაგოგებიც.