საარჩევნოდ პლაკატების განთავსების ადგილები განისაზღვრა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი.
დეპუტატებმა განკარგულების პროექტზე-”საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ”იმსჯელეს. დღესვე განისაზღვრა ის შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალის) განთავსება.ასევე დამტკიცდა იმ ობიექტების ნუსხა სადაც შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული მასალების განთავსება.
სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა.