საახალწლო სპექტაკლი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

საახალწლო სპექტაკლი ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში

დღეს, 14:00 საათზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ჩატარდა რეჟისორ კობა ფაცურიას მიერ დადგმული საახალწლო სპექტაკლი. სპექტაკლს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები და სკოლის მოსწავლეები, ასევე მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები. სპექტაკლის დასრულების შემდეგ განათლების პროფესიული კავშირის მიერ ბავშვებს გადაეცათ საახლწლო საჩუქრები.
ახალი წლის დადგომამდე მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის მიერ დაგეგმილია სხვდასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიებები.