მუნიციპალიტეტის თანამშრომლების უნარების გაძლიერება, ოჯახის მოწყვლადობისა და ბავშთა ძალადობის საკითხებზე ეფექტური მუშაობა, კომუნიკაციის არსი და ფორმები, ბარიერები და მათი დაძლევის ფორმები, კონფლიქტის მოგვარების გზები, ინტერვიუირების არსი - ამ და სხვა თემებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თამშრომლებს 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგი ბათუმის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
შეგახსენებთ, ამ მიმართულებით მერიის თანამშრომლებმა გადამზადების კურსები რამდენიმე თვის წინ გაიარეს.