მერიის წარმომადგენლები საკრებულოს წევრებთან ერთად შობა-ახალი წელის მილოცვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის აგრძელებენ. აქციაში ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ჩაერთო. 1 კვირის განმავლობაში მერიის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგერნლებმა და დეპუტატებმა საახალწლო ტკბილეულისა და სურსათის 100 ამანათი დაარიგეს.