14-16 ნოემბერს ქ. თბილისში გაეროს ბავშთა ფონდის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან,,სოციალური პოლიტიკისა და ბავშვთა დაცვის საკითხებზე". შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ესწრებოდა მერიის განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი - ქეთევან დევაძე. მან წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - თუ როგორ დაინერგა და ხორციელდება ხელვაჩაურში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერალის შიდა ინსტრუქცია, მოხსენებაზე განხილული იქნა მერის მჩეველთა საბჭოს მუშაობა ამ მიმართულებით.