დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ მირზა ცეცხლაძის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ხელვაჩაურის მერიის განათლების , კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მ/შ მადონა დავითაძე და კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას; კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება; ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა.
დღეს მერიის შესაბამის სამსახურს გადაეცა სააგენტოში დაცული და დამუშავებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.