დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლაში მცხოვრები ნადიმ ლაბაძის საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სიტუაცია უკვე შეისწავლა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები. დაზარალებულის ოჯახში იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე, მერმა ოჯახს კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალური დახმარება აღუთქვა. გეოლოგიური დასკვნის მომზადებამდე მიღებულ იქნა ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახლის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი, საჭიროების შემთხვევაში მერია გამოთქვამს მზადყოფნას განახორციელოს საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები.