ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის, ორთაბათუმის, შარაბიძეების და მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სულ 7 ლოკაციაზე ფერდსამაგრი და დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული სამუშაოები შეასრულა შპს ,,ნიკამ’’. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 81 936 ლარი იქნა გამოყოფილი.