ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყარსაშიშ ზონაში არსებული საცხოვრებელი სახლებისა და გზების მიმართ ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ თხილნარში (ომბოლო), ახალსოფელში, აჭარისწყალზე, ფერიაში და ახალშენის მეურნეობაში (გორა) ჯამში 6 საყრდენი კედელი და 1 ფერდდამცავი გაბიონი მოეწყობა. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 107 586 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კომპანია ,,ნიკა" აწარმოებს.