12:45 საათზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. სიტყვით გამოვლენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, რომლებიც მცირე რაკურსით შეეხებიან 2008 წლის აგვისტოს ომს, ჩვენს ისტორიას და წარსულს.
ღონისძიებას დაესწრებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
13:00 საათზე - ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ნაჩვენები იქნება სპეციალურად მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელიც ასახავს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეალურ კადრებსა და მოვლენებს.
ასევე, წარმოდგენილი იქნება ხელვაჩაურის მკვიდრი აგვისტოს ომის მონაწილეების მცირე ვიდეო ჩანაწერები, სადაც მოგვითხრობენ მათ ისტორიებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით.