ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

13:00 საათზე, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნა სპეციალურად მომზადებული ვიდეო-რგოლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ რეალურ კადრებსა და მოვლენებს ასახავდა.

ვიდეო-რგოლში, წარმოდგენილი იყო ხელვაჩაურის მკვიდრი, აგვისტოს ომში მონაწილე ვეტერანი ჯარისკაცების ჩანაწერები, სადაც ისინი მოგვითხრობენ ომთან დაკავშირებულ საკუთარ ისტორიებს.

ჩვენების ბოლოს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნადიმ ვარშანიძემ, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედია, ჩვენი ახლო ისტორია და წარსული.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.