ქალბატონ გული ხარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს

ქალბატონ გული ხარაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს
დღეს, სოფელ სამებაში მაცხოვრებელ გული ხარაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.
ქალბატონ გულის 100 წლის იუბილე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ არჩილ ბარამიძემ და ახალშენის მაჟორიტარმა დეპუტატმა მინდია დიასამიძემ სიმბოლური საჩუქრებით მიულოცეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გული ხარაძეს 1000 ლარი გადასცა საჩუქრად.
გული ხარაძეს ყავს 7 შვილი, 18 შვილიშვილი, 44 შვილთაშვილი და 15 შვილთაშვილის შვილი.