პროექტის

პროექტის

2017 წლის 30 ივნისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პროექტის "ახალგაზრდები თემის განვითარებისათვის" ფარგლებში გაიმართა დებატები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განვითარების მიმართულებებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების შესახებ. მონაწილეებმა წარმოადგინეს მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და ინოვაციური იდეები. იმსჯელეს ახალგაზრდული გამგეობის შექმნის, სამოქალაქო აქტივიზმის გაზრდისა და არჩევნებში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. დღის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოდებატე. დებატების მიმდინარეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ინიციატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი მეგი ბაკურიძე გახლდათ. დებატებში მონაწილეობდა ხელვჩაურის მკვიდრი 8 ახალგაზრდა პროექტის მონაწილეებს კინოთეატრის ბილეთები და სიგელები გადაეცათ, გამარჯვებული გუნდი კი ასევე წიგნებით დასაჩუქრდა.