პროექტი "ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა"

პროექტი "ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა"

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდების მიერ ინიცირებული პროექტში ,,ერთად გადავარჩინოთ კოლხური ბზა''.

პროექტს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახორციელებს მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N1 საჯარო სკოლა.

პროექტის ფარგლებში დაკალმებული იქნა 400 ძირი ბზა. გამოყვანილი ბზის 70 ნერგი საჩუქრად გადაეცა თხილნარის საბავშვო ბაღს.

სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა სტუმრებთან ერთად ბზის ნერგები წინასწარ მომზადებულ ნიადაგში გადაიტანეს.