პროექტი " ჯანსაღი თაობა"

პროექტი " ჯანსაღი თაობა"

დასრულდა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი -"ჯანსაღი თაობა"რომელიც სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს. პროექტის ფარგლებში მოეწყო საინფორმაციო კამპანია, ჩატარდა თანატოლსაგანმანათლებლო ტრენინგები ოთხ სკოლაში, ტრენინგის ფარგელბში მოეწყო დისკუსია, მსჯელობა და მინი აქტივობა. ჩატარდა ხატვის კონკურსი თემაზე "ჯანსაღი ცხოვრება" მოეწო ნახატების გამოფენა, გაიმართა შეჯიბრება ფეხბურთში. პროექტში ჩართული იქნა ოთხი საჯარო სკოლა: სალიბაურის N2, ახალშენის, კაპრეშუმის და წინსვლის საჯარო სკოლები. პროექტი დაფინანსებულია ხელვაჩაურის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ფარგლებში.