პროექტ ,,მედიაწიგნიერების" დასკვნითი შეხვერდრა გაიმართა

პროექტ ,,მედიაწიგნიერების"  დასკვნითი შეხვერდრა გაიმართა

დღეს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში პროექტ "მედიაწიგნიერების" დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა. რა არის ჟურნალისტიკა და ვინ არიან ჟურნალისტები, რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი ამბების ცოდნა, როგორ მზადდება მოკლე ახალი ამბავი, სტატია, ინტერვიუ და რეპორტაჟი, რა პრინციპების დაცვას ავალდებულებს ჟურნალისტს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია- ეს ის საკითხებია, რასაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ერთი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ. პროექტს მოწვეული ტრენერი, ჟურნალ „ბათუმელების“ ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე უძღვებოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ ხუთი შეხვედრა ჩატარდა. ახალგაზრდების მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალები მათი სურვილისა და მასალის აქტუალურობის გათვალისწინებით ჟურნალ „ბათუმელების“ ონლაინ გვერდზე გამოქვეყნდება. პროექტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ახალგაზრდა იყო ჩართული.