პირველი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

პირველი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში. შეჯიბრი 2005-2007 წლებში დაბადებულ მოჭიდავეთა შორის ჩატარდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 10 გუნდი მონაწილეობდა. 
გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის მონაწილეები სასპორტო სკოლის დირექტორმა გენადი ჩხაიძემ დაჯილდოვა.
რესპუბლიკური ტურნირი ხელვაჩაურის სასპორტო სკოლისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიზნად სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია ისახავდა.