პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ფუნქციონირების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
პროგრამის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ხელვაჩაურის პჯდ ცენტრების:
ელექტროენერგიის დანახარჯის ანაზღაურებას, სამედიცინო კაბინეტების იჯარის ხარჯის უზრუნველყოფას, მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით უზრუნველყოფას. აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ ეტაპზე 31 ექიმს წნევის საზომი აპარატები გადაეცათ. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 22 427 ლარს.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით. შეხვედრას წარუძღვა ხელვაჩაურის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე.