ორთაბათუმში ინფრასტუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ორთაბათუმში ინფრასტუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ორთაბათუმის თემში შემავალ სოფლებში მიმდინარე და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქუტურულ პროექტებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე,სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ბოლქვაძე,საფინანსო-საბიუჯეტი საკითხთა კომსიიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე ადგილზე გაეცნენ.
სოფელ კაპრეშუმში მუნიციპალიტეტი კიდევ ერთ მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლს აშენებს,უახლოეს პერიოდში დასრულდება შენობის კარკასის მშენებლობა. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ.
პროექტის მთლიანი ღირებულება 2 977 792 ლარია.
სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს. პროექტისათვის, 2019 წლის ბიუჯეტით ,1 500 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ ორთაბათუმში მცხოვრები მოსახლეობისგან საკრებულოს წევრებმა ის პრობლემები მოისმინეს, რომლეთა გათვალსიწინება 2020 წლის ბიუჯეტში იქნება შესაძლებელი.
ხელმძღვანელა პირებმა ასევე სოფელ აგარაში, წინსვლაში და ყოროლისთავში უკვე დასრულებული არმირებული გზის მონაკვეთები და ფერდდამცავი კედლები დაათვალიერეს.