ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი
01 ოქტომბერი 2016 წელი
"ექსპო 2016" -ზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა

  ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2016“ გაიმართა. 
სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული. მიმდინარე წელსაც გამგეობამ ტრადიციული კერძები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ბუკლეტებით საკუთარი კუთხე წარმოადგინა. საერთაშორისო დონის გამოფენაზე ვიზიტორებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პროექტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მიღება ბუკლეტების საშუალებით ჰქონდათ.
.გამოფენის თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია , აჭარის ტელევიზია, TV25 , გაზეთი ,,აჭარა’’ და ,,CAUCASUS BUSINESS WEEK’’ – მედია მხარდამჭერი.
„Agro Batumi 2016” ფართო მაშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და შედეგის მომტანი ხდება. მონაწილე კომპანიებს სამი დღის განმავლობაში საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქცია ფართო მომხმარებლებს გააცნონ და ამავდროულად რეკლამირებაც გაუწიონ.
გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, უკრაინა, ირანი. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები, შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.




ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: