ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
06 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურში 950 ოჯახს წყლის მიწოდება ოპერატიურად აღუდგა
სტიქიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში: თხინლარში და ჭარნალში სასმელი წყლის სისტემა დააზიანა. თუმცა 950 ოჯახს წყლის მიწოდებაიმავე დღეს აღუდგა. გამგეობის კომუნალური საამსახურის მიერ სამუშაოები დაწყებიდან რამდენიმე საათში დასრულდა. თხილნარის მოსახლეობის 400 და ჭარნალის 450 კომლს სასმელი წყლის მიწოდება იმავე დღეს აღუდგათ. ... »»»
.....................................................................................
06 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე თხილნარის მეურნეობის მოსახლეობას შეხვდა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე თხილნარის მეურნეობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა სოფელში ხეების გადაბელვა, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელება, გარეგანათების დამონტაჟება, სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისიტემის მოწესრიგება მოითხოვეს. გამგებელი მოსახლეობას ყველა არსებული პრობლემატური საკითხების ეტაპობრიბვად მოგვარებას დაჰპირდა. ... »»»
.....................................................................................
06 სექტემბერი 2016 წელი
თხილნარის მეურნეობაში ცენტრალური გზის გაწმენდა დასრულდა
თხილნარის მეურნეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულდა. სავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა ღამითაც მუშაობდა და მოძრაობა წუხელვე აღდგა. დღეს დილით თხილნარის მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილეებთან ერთად მოინახულა. ნადიმ ვარშანიძემ მოსახლეობას შექმნილი ვითარების გამო ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა და განუმარტა, რომ გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში იმყოფებოდა და მათთან მისვლა ამის გამო ვერ მოახერხა. ... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნადიმ ვარშანიძის განცხადება
"მე მინდა გამოვეხმაურო და განცხადება გავაკეთო, დღეს ნაციონალური მორაობის მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ისინი გამუდმებით ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პროვოცირებენ არაადეკვატური ინფორმაციით. მოსახლეობამაც მინდა გაიგოს, რომ მუნიციპალიტეტი მათ არასდროს დატოვებს უყურადღებოდ და ყველა მათი პრობლემა მოგვარებული იქნება ჩვენი გუნდის მხრიდან, ეს იქნება პირადი თუ საზოგადოებრივი სახის. ჩვენ უპირველეს ყოვლისა გვესაჭიროება მოსახლეობის მხარდაჭერა და სწორად აღქმა შექმნილი პრობლემებისა, რადგანაც სტიქიამ დააზარალა მთლიანად მუნიციპალიტეტი და ეს არ ყოფილა ლოკალურად მხოლოდ ერთ ტერიტორიულ ერთეულში, რის გამოც მოხდა ჩვენს ხელთ არსებული ძალების გადანაწილება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მიმართულებით. ... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
თხილნარის მურნეობაში გზის გაწმენდა დღესვე დაიწყო
დღეს დღის მეორე ნახევარში თხილნარის მეურნეობის მოსახლეობის ნაწილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ. ისინი გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყებას მოითხოვდნენ. მოსახლეობას ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილეები: ზვიად ხალვაში და მინდია ბასილაძე შეხვდა, რომლებმაც განუმარტეს, რომ დღესვე დაუყონებლივ დაიწყებოდა სოფელ თხილნარსი გზის გაწმენდითი სამუშაოები. სწორედ ამ დროისთვის უქვცე სოფელსი ორი ერთეული ტექნიკა გაგზავნილი იყო.... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას გამგებელი პირადად გაეცნო
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან მინდია ბასილაძესთან ერთად სოფელ ერგეში სტიქიის შედეგად დაზარალებულ თამარ ლორთქიფანიძის ოჯახში იმყოფებოდა. დაზარალებულებული ოჯახის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა მაჟორიტარმა დეპუტატმა შარაბიძეების თემში- კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ლორთქიფანიძემ. ... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურში გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები დღეს დილიდან ერთდროულად 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ადგილზე ეცნობა მიწის მასისგან გაწმენდით სამუშაოებს სოფელ თხილნარში. რამდენიმე ტექნიკა ერთდროულად მუშაობს ახალსოფელში ცენტრალური გზის აღსადგენად, აქ რამდენიმე ოჯახს გადაადგილების პრობლემა აქვს. ... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
კალენდერის დასახლებაში გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
სოფელ სარფში, კალენდერის დასახლებაში მისასვლელი გზა მეწყერი წუხელ გვიან ჩამოწვა. დღეს სოფელში ადგილობრივებს მხოლოდ ფეხით გადააგდილებაა შეეძლოთ. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მუშა ჯგუბთან ერთად კალენდერის დასახლებაში მივიდა.... »»»
.....................................................................................
05 სექტემბერი 2016 წელი
დილიდან ხელვაჩაურში გზების მიწის მასისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფლები: ახალსოფელი, თხილნარი, ერგე ,მახო და სარფი. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს განვითარებული სტიქიის შედეგები: 1. სოფელ ახალსოფლის ცენტრი დაიტბორა. 2. სოფელ ახალსოფლის და ავგიის დამაკავშირებელ გზაზე გურამ შარაძის სახლთან ჩამოწვა მეწყერი ჩახერგილია ცენტრალური გზა. ... »»»
.....................................................................................
04 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები კვლავ განვითარდა
ამ წუთებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან და პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს. სტიქიამ ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, დაზარალებულებს ადგილზე დახმარებას ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები უწევენ. ამ დროისთვის სოფელ ერგეში თამარ ლორთქიფანიძის ოჯახში მეწყრული პროცესები განვითარდა , ადგილზე იმყოფებიან: მაშველები, მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის წარმომადგენელი. ... »»»
.....................................................................................

ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: