ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
12 სექტემბერი 2016 წელი
ხელმძღვანელი პირები მეჩეთში ლოცვას დაესწრნენ და მუსლიმ მრევლს ბაირამი მიულოცეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, პირველი მოადგილე ნოდარ ხალვაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები დღეს სოფელ ხელვაჩაურში მეჩეთში ლოცვას დაესწრნენ და მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცეს. საზეიმო ლოცვა მუნიციპალიტეტის მუფთმა აღავლინა. მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს 3 დღის განმავლობაშიზეიმობენ და საკლავსაც კლავენ.... »»»
.....................................................................................
12 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხელვაჩაურის საკრებულოს თანამშერომლები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. ვუერთდებით თქვენს ზეიმს და წარმატებებს, სულიერს სიმშვიდეს, ურთიერთგაგებასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს".... »»»
.....................................................................................
09 სექტემბერი 2016 წელი
გამგებელი ნადიმ ვარშანიძე სოც. დაუცველ რომან ჩაქველიძეს შეხვდა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე თხილნარის მეურნეობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ რომან ჩაქველიძის ოჯახს შეხვდა. 3 სულიან ოჯახს სოციალური დახმარება 1 წლის წინ მოეხსნა. გამგებელი რომან ჩაქველიძეს დაჰპირდა, რომ მის საკითხს პირად კონტროლზე აიყვანს და ხელვაჩაურის სოციალურ სამსახურთან უშუამდგომლებს რათა დამატებით შეისწავლონ აღნიშნული ოჯახის მდგომარეობა. ... »»»
.....................................................................................
09 სექტემბერი 2016 წელი
2016 წლის 15 სექტემბერს ხელვაჩაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება
2016 წლის 15 სექტემბერს ხელვაჩაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც განათლებას 1680-მდე აღსაზრდელი ღებულობს . მიმდინარე წელს პირველად აღსაზრდელთა რეგისტრაცია ელექტრონულად განხორციელდა შემდეგ მისამართზე: www.khelvachaurikids.ge. რეგისტრაცია გრძელდება არსებულ თავისუფალ ადგილებზე, რომლის რაოდენობაც დღეის მდგომარეობით 389 არის. ... »»»
.....................................................................................
09 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში საჯარო ლექციები ჩატარდა
2016 წლის 8 საქტემბერს ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "- ილია ჭავჭავაძე, როგორც „მწერალი და პუბლიცისტი." ლექცია წაიკითხა ასოცირებულმა პროფესორიმა და ფილოლოგმა : გურამ ბახტაძემ. 9 სექტემბერს კი საჯარო ლექცია თემაზე: "ილია ჭავჭავაძე, როგორც საზოგადო მოღვაწე და ისტორიული ფიგურა" ჩატარდა. ლექცია წაიკითხა პროფესორმა, ისტორიკოსმა კახაბერ სურგულაძე. ... »»»
.....................................................................................
08 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ მოადგილეებთან: ზვიად ხალვაშთან და მინდია ბასილაძესთან ერთად შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის თანახმად, სარემონტო სამუშაოებზე 837 555 ლარი დაიხარჯება. კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელს დაიტევს და სცენა ხის ნაცვლად ლითონის კონსტრუქციის იქნება. კულტურის სახლი ნაწილობრივ მინით შეიფუთება და მცირე ზომის შესასვლელი დაემატება.სამუშაობეს შპს „ნიკა“ აწარმოებს. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ... »»»
.....................................................................................
08 სექტემბერი 2016 წელი
სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამით წელს ხელვაჩაურში მცხოვრები 43 სტუდენტი ისარგებლებს
უკვე დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება. მიმდინარე წელს არსებული კრიტერიუმები 43-მა სტუდენტმა დააკმაყოფილა. გამგეობაში სულ 48 განცხადბა შემოვიდა. პროგრამით სარგებლობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომლებსაც 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრში თითოეულ საგანში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 და მეტი ქულა) და სწავლობს საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში . ... »»»
.....................................................................................
07 სექტემბერი 2016 წელი
ახალგაზრდობის ცენტრში კიდევ ერთი ფილმის ჩვენება გაიმართა
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბის ფარგლებში ნაჩვენები იქნა რეჟისორ რიდლი სკოტის მიერ გადაღბული ფილმი: ,,მარსელი“, ენდი უირის სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო განხილვა, რომელსაც წარუძღვა ლუკა ბიბინეიშვილი, რომელმაც განხილვის შემდგომ მცირე ვიქტორინაც ჩაატარა, რომლის გამარჯვებულსაც სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა. ფილმის ჩვენებას სულ 17 ახალგაზრდა დაესწრო. ... »»»
.....................................................................................
07 სექტემბერი 2016 წელი
სოფელ სარფში კალენდერეს დასახლებაში სამუშაოები გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი და დასუფთავების სამუშაოები გრძელდება. ამჟამად რამდენიმე ერთეული ტერქნიკა მობილიზებულია სოფელ სარფში კალენდერეს დასახლებაში, სადაც ცენტრალური გზის გაწმენდა მიმდინარეობს. აღნიშნული კერა ამ დრომდე პრობლემატურად რჩება. კალენდერს დასახლებაში მეწყერმა 2 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაუზიანა, გეოლოგების დასკვნის შემდეგ გადაწყდება, თუ რა სახის დახმარებას გაუწევს გამგეობა დაზარალებულებს. ამჟამად მუნიციპალიტეტის სოფლებში სულ 13 ერთეული ტექნიკა მუშაობს. ... »»»
.....................................................................................
07 სექტემბერი 2016 წელი
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ველომაროთონი ხელვაჩაურში ჩატარდება
უკვე დაიწყო რეგისტრაცია ველომარათონში მონაწილეობის მისაღებად! მონაწილეობის უფლება აქვთ: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 15 დან 22 წლამდე ასაკის გოგონებსა და ვაჟებს. (გამონაკლისის სახით დაიშვებიან ყოფილი დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებიც). მსურველებმა 2016 წლის 26 სექტემბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე Khelvachauriyouthcenter@gmail.com უნდა გამოგზავნონ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე : 599851457 ... »»»
.....................................................................................

ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: