ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
19 სექტემბერი 2016 წელი
სოფელ ახალსოფელში ახალ აშენებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფელ ახალსოფელში, ახალ აშენებული საბავშვო ბაღი გახსნეს. ოფიციალური გახსნის ცერემონიას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე ესწრებოდა. მთავრობის თავმჯდომარემ და გამგებელმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ... »»»
.....................................................................................
18 სექტემბერი 2016 წელი
35 ახალგაზრდა ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით დელფინარიულში
2016 წლის 18 სექტემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმატებული აბიტურიენტები, თეატრის წევრები და ბიბლიოთეკის წლის საუკეთესო მკითხველებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ბათუმის დელფინარიულში დაპატიჟა. 35 ახალგაზრდა დელფინების შოუს დაესწრნენ.... »»»
.....................................................................................
16 სექტემბერი 2016 წელი
უმინდობასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს
ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტაბილური მდგომარეობა არის. თუმცა უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი 24 - საათიან რეჟიმში მუშაობს. გამგეობაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით : 25 93 17; 599 85 15 75; 591 98 32 61; 595 95 87 08; ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში 37-ვე წარმომადგენელი მობილიზებულია.... »»»
.....................................................................................
16 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ფილმის ჩვენებები გრძელდება
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში 20 სექტემბერს 15:30 საათზე ნაჩვენები და განხილული იქნება ფრანსუა ტრუფოს ფილმი "400 დარტყმა." გამოშვების წელი: 1959 ქვეყანა: საფრანგეთი ჟანრი: დრამა, სამოყვარულო ხანგრძლივობა: 1 საათი 39 წუთი განხილვას წარუძღვება მოწვეული კინომცოდნე : სოფიკო თოქმაჯიშვილი. ... »»»
.....................................................................................
15 სექტემბერი 2016 წელი
სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა გაიხსნა
აჭარას კიდევ ერთი ახალაშენებული სკოლა შეემატა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზედა ჭარნალში ახალი სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ზედა ჭარნალის 100-მდე მოსწავლეს წლების განმავლობაში არასტანდარტულ, ავარიულ შენობაში უტარდებოდათ სასწავლო პროცესი.... »»»
.....................................................................................
15 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის 13 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეს დაიწყო
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება ბაღის აღსაზრდელებს მიულოცეს. ხელმძღვანელი პირები აჭარისწყლის საბავშვი ბაღში იმყოფებოდნენ, სადაც პატარებმა საზეიმო კონცერტი გამართეს. 2016 წლის 15 სექტემბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცსი 13 საბავშვო ბაღი დაიწყო, სადაც განათლებას 1680-მდე აღსაზრდელი ღებულობს . ... »»»
.....................................................................................
15 სექტემბერი 2016 წელი
ხელმძღვანელმა პირებმა სასწავლო პროცესის დაწყება ხელვაჩაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს მიულოცეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელემა ნადიმ ვარშანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა სასწავლო პეროცესის დაწყება დღეს ხელვაჩაურის პირველისაჯარო სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს მიულოცეს. საზეიმო ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრებოდა. მოგვიანებით ხელმძღვანელმა პირებმა სკოლის მუზეუმი დაათვალიერა და სკოლის სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა. ... »»»
.....................................................................................
15 სექტემბერი 2016 წელი
გილოცავთ ახალი 2016-2017 წლის სასწავლო პროცესის დაწყებას
ძვირფასო ბავშვებო, ახალგაზრდებო ,პედაგოგებო და მშობლებო! გილოცავთ ახალი 2016-2017 წლის სასწავლო პროცესის დაწყებას ! გისურვებთ წარმატებებს! განსაკუთრებით პირველ კლასელებს! განსაკუთრებული სიყვარულით და მოწიწებით ვულოცავთ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყებას ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და მათ მშობლებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიზანია კომფორტულ გარემოში სრულფასოვანი სკოლამდელი აღზრდის განათლება მიიღოს თითოეულმა ბავშვა. სწორედ ამიტომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში აშენდა 6 ახალი ბაღი და მიმდინარეობს 4 სკოლამდელი აღზრდი დაწესებულების მშენებლობა. ... »»»
.....................................................................................
13 სექტემბერი 2016 წელი
არჩილ მალაყმაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია
ხელვაჩაურის მკვიდრი არჩილ მალაყმაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია.შვედეთის ქალაქ ლანდსკორნაში მიმდინარე წლის 1-9 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი 15 და 17 წლამდელ ძალოსანთა შორის ჩატარდა, რომელშიც არჩილ მალაყმაძემ მიიღო მონაწილეობა და წარმატებასაც მიაღწია. აღნიშნულ შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა აჩიკო მალაყმაძემ პირველ მოძრაობაში - "ატაცში" ვერცხლის მედალი მოიპოვა.... »»»
.....................................................................................
13 სექტემბერი 2016 წელი
2016 წლის 30 სექტემბრიდან 2- ოქტომბერს მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა გაიმართება
2016 წლის 30 სექტემბრიდან 2- ოქტომბერს , ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2016”. გამოფენაში ყოველწლიურად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აქტიურად ღებულობს მონაწილეობას. "GEONET EXPO" საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა და ბათუმში გამოფენების ორგანიზებით, ხელს უწყოს რეგიონში ამ სფეროს განვითარებას. ... »»»
.....................................................................................

ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
ოქტომბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: