ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
29 სექტემბერი 2016 წელი
ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმში ხელვაჩაური
ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომელშიც ცინცაძეების და მალაყმაძეების ანსამბლები მონაწილეობდნენ . ... »»»
.....................................................................................
29 სექტემბერი 2016 წელი
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 5 საკითხს უყარეს კენჭი
სხდომაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ფერიაში მდებარე 64 კვ.მ და 98 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც დაერთებულია წყლის საქაჩი ტუმბოები შემდგომში ქალაქ ბათუმის წყალმომარაგების ერთიან სისტემაზე უბნების დაერთებისა და მოვლა პატრონობის მიზნით აღნიშნული მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას გადაეცა.... »»»
.....................................................................................
27 სექტემბერი 2016 წელი
აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს აფხაზეთში დაღუპული მფრინავის ზებურ ბოლქვაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ახალშენში. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის საფლავი ყვავილებით შეამკეს ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვამელმა პირებმა და საკრებულოს წევრებმა. ... »»»
.....................................................................................
27 სექტემბერი 2016 წელი
სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა
სოხუმის დაცემიდან დღეს 23 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. ... »»»
.....................................................................................
26 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურში სოფელ მახოს საბავშვო ბაღი გაიხსნა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში საბავშვო ბაღი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ნოდარ ხალვაშმა გახსნეს. 2 სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობაში აღჭურვილია გათბობის სისტემით, ახალი ტექნიკითა და ინვენტარით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ასევე შეტანილია ახალი საბავშვო წიგნები და სათამაშოები. ... »»»
.....................................................................................
24 სექტემბერი 2016 წელი
მეწყერთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებები ტარდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უამინდობასთან დაკავშირებით მეწყრული პროცესები განვითარდა სოფელ თხილნარში და სოფელ ყორილისთავში. დაზარალებულებთან ადგილზე იმყოფებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზვიად ხალვაში, რომელიც ამავე დროს სტიქიასთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელია. არსებული ვითარება უკვე შეისწავლა გეოლოგებმა. უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.... »»»
.....................................................................................
23 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ჩატარდება მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, 12 საათზე. საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 - საათიდან. სხდომის დღის წესრიგი ... »»»
.....................................................................................
22 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების დაბეტონება გრძელდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების დაბეტონება გრძელდება. დღეის მდგომარეობით არსებული მონაცემებით სოფლებში უკვე დაგებულია 7 840 კუბური მეტრი გზა. სამუშაოებში გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ადგილობრივები. „სოფლის მხარდაჭარის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „იმპულსი და ინდივიდი“აწარმოებს. ... »»»
.....................................................................................
20 სექტემბერი 2016 წელი
ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა სალომე მელიამ ხელვაჩაურში მასტერკლასი ჩაატარა
ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა ბათუმელმა სალომე მელიამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის პატარა მოჭადრაკეებს მასტერ-კლასი ჩაუტარა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ჩატარდა, რომელშიც 2003-2006 წლებში დაბადებული 21 ბავშვი ღებულობდა მონაწილეობას. ... »»»
.....................................................................................
20 სექტემბერი 2016 წელი
გარემოსდაცვით კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფილიო“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ჩაერთო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფილიო“ ჩაერთო. დღეს სკოლის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ მახოს ცენტრი დაასუფთავეს. ... »»»
.....................................................................................

ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
იანვარი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: