ვიდეო რგოლი
ვიდეო რგოლის სანახავად საჭიროა Adobe Flash Player-ის ახალი ვერსია.
Get Adobe Flash player
სიახლის გამოწერა
სახელი:
ელ.ფოსტა:
ვიდეო გალერეა
ფოტო გალერეა
ამინდი
ვალუტის კურსი

მუნიციპალიტეტის სიახლეები
05 ოქტომბერი 2016 წელი
მაჭახლის ხეობაში ფოლკლორული ღონისძიება გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფოლკლორული ღონისძიები სხვადასხვა სოფლებში გრძელდება. მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ზედა და ქვედა ჩხუტუნეთში რეწვის ოსტატებისა და ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედება იყო წარმოდგენილი. დამსწრე საზოგადოებას ულამაზეს მაჭახლის ხეობაში ტრადიციული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა. ... »»»
.....................................................................................
04 ოქტომბერი 2016 წელი
შეხვედრა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით
დღეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე და რუსლან ქორიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ციტრუსის მიმღებ-გადამაუშავებელ საწამოების ხელმძღვანელებს, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების თანამშრომლებს და მეციტრუსე ფერმერბს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართული მანდარინის ახალ ბაზრებზე ექსპორტირების შესაძლებლობების შესახებ.შეხვედრას ხელვაჩაურის გამგებლის მ/შ ნოდარ ხალვაში ესწრებოდა. ... »»»
.....................................................................................
03 ოქტომბერი 2016 წელი
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ველომარათონი ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ველომარათონი ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მარათონმა სტარტი სოფელ შარაბიძეების შესასვლელიდან აიღო და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა. გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები. I ადგილზე გასულ ნუკრი კონცელიძეს - ციფრული კამერა; II ადგილის მფლობელ თამაზ ვარშალომიძეს – ტაბლეტი (პლანშეტი); ხოლო III ადგილიზე გასულ კახა ცინცაძეს – მპ3 პლეერი გადეცათ საჩუქრად... »»»
.....................................................................................
01 ოქტომბერი 2016 წელი
"ექსპო 2016" -ზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხე წარმოადგინა
ქალაქ ბათუმში, ყინულის სასახლეში, კომპანია “GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-6 საერთაშორისო აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2016“ გაიმართა. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული. მიმდინარე წელსაც გამგეობამ ტრადიციული კერძები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი ნივთები და ბუკლეტებით საკუთარი კუთხე წარმოადგინა. ... »»»
.....................................................................................
30 სექტემბერი 2016 წელი
ხელვაჩაურში ცენტრალური საავტომობილო გზები გაწმენდილია
დღეს დღის ბოლომდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობდა. ოპერატიულად გაიწმინდა სარფის ცენტრალური გზა. სამუშაოები ხვალ დილის 8 საათიდან განახლდება.... »»»
.....................................................................................
30 სექტემბერი 2016 წელი
2016 წლის 30 სექტემბრის სტიქიის შედეგები
დღეს მთელი დღის განმავლობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინდელმა წვიმამ პრობლემები შექმნა სოფელ სარფში კალენდერეს დასახლებაში სადაც გზასთან ერთად დაზიანდა გაზის მილიც. შემთხვევის ადგილზე დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოადგილეებთან და გეოლოგებთან ერთად იმყოფებოდა. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ კერებზე სამუშაოები დილიდან დაიწყო და იმ მიმართულებებით, სადაც განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო, გზები უკვე გაწმენდილია, დანარჩენი ლოკაციები კი დღის ბოლომდე მოწესრიგდება. ... »»»
.....................................................................................
30 სექტემბერი 2016 წელი
სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდა მიმდინარეობს
დილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 10-მდე ლოკაციაზე საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაზიანერბულ კერებზე სამუშაოები დილის 7 საათიდან დაიწყო. ამჟამად ტექნიკის საშუალებით მიწის მასისგან იწმინდება სოფელ სარფში კალენდერეს დასახლება, ზედა ჯოჭოს, ახალშენის, კიბეს და ორთაბათუმის ტერიტორიები. პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა. სოფლებში სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელი, მოადგილეები და გეოლოგები სწავლობენ არსებულ ვიტარებას. ... »»»
.....................................................................................
29 სექტემბერი 2016 წელი
დღეს ხელვაჩაურში 1 მეწყრული პროცესი განვითარდა
უამინდობასთან დაკავშირებით,დღეს მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეღრუში. მიწის მასა ჩამოწვა საავტომობილო გზასთან, თუმცა გადაადგილების პრობლემა არც ავტომობილებს და არც ქვეითად მოასიარულეებს არ შექმნიათ. ადგილზე ვითარება უკვე შეისწავლა გამგეობის სპეციალისტებმა. სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზი: 0 800 - 100 - 106. ... »»»
.....................................................................................
29 სექტემბერი 2016 წელი
ახალსოფლის ბაღში წყლის ახალი საქაჩი დამონტაჟდა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამშრომლებთან ერთად ახალსოფლის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა. ნადიმ ვარშანიძე სააღმზრდელო- საგანმანათლებლო პროცეს გაეცნო. დღესვე ახალსოფლის ბაღთან დაკავშირებით ხელვაჩაურის გამგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი განმარტებით, სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა ბაღში გუშინვე მოგვარდა. დაზიანებული იყო წყალსაქაჩი მილის ძრავი. ახალსოფლის საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც ამ დროისთვის 99 ბავშვი ღებულობს განათლებას. ... »»»
.....................................................................................
29 სექტემბერი 2016 წელი
ახალსოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს
დღეს ახალსოფლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა საჩუქრად წიგნები მიიღეს. პატარებს საჩუქრები პირადად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ გადასცა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით ახალ აშენებულ 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ანალოგიური ხასიათის სახელმძღვანელოები დარიგდება. ... »»»
.....................................................................................

ძიება ვებ–გვერდზე
ბიუჯეტი
აგვისტო 2017
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
აჭარა
პორტალი შექმნილია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი“ინტელექტი”–ს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით
© ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 2010 სტუმართა რაოდენობა: