ოჯახურ ძალადობაზე პროკურატურის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ „ადგილობრივი საბჭოს“ ფარგლებში მუდმივმოქმედი საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებული კვლევები ოჯახში ძალადობისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის შესახებ. დღევანდელი შეხვედრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა.
პროექტის პრეზენტაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე, ქედის, შუახევისა და ხულოს გამგებლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე რაიონების პოლიციის, პრობაციის სამსახურისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი იმყოფებოდა.