ნაკვეთების რეგისტრაცისთვის დადგენილი შეღავათები

ნაკვეთების რეგისტრაცისთვის დადგენილი შეღავათები

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტებმა ნატო ირემაძემ და მაია ქათემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიწის ნაკვეთების გამარტივებული რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის შესახებ გაუწიეს სამართლებრივი დახმარება.
2016 წლისთვის საქართველოში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდე იყო რეგისტრირებული. ამიტომაც შემუშავდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის უმთავრესი მიზანია სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისება. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა და არის უფასო. 
უფასო იურიდიული დახმარების სატელეფონო ცხელი ხაზია: 292 00 55