მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 089 860 ლარით გაიზარდა

მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 1 მილიონ 089 860 ლარით გაიზარდა

დღეს გამართულ საკრებულოს სხოდმაზე საკრებულოს წევრებმა 27 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ მოხსენება გააკეთა საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის არჩილ ტატუნაშვილის შესახებ და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულ არჩილ ტატუნაშვილს.

დეპუტატებმა სხდომაზე პირველივე საკითხად ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდნმანიძემ მოხსენება გააკეთა იმ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.
ცვლილების თანახმად სოფლის მეურნეობის დარგში სასათბურე მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამისათვის 90 000 ლარი გამოიყოფა, შიდა სასოფლო გზებზე ფერდსამაგრი კედლების მოსაწყობად 103 750 ლარი, ქვედა კაპრეშუმში სასმელი წყლის რებილიტაციისათვის დამატებით დაიხარჯება 77 741 ლარი, ზედა განახლებაში სასმელი წყლის რეაბილიტაციისათვის დამატებით 27 022 ლარი გამოიყო, ორთაბათუმში მოქმედ საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენისათვის 141 200 ლარი დაიხარჯება. 
დღესვე სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერმა დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა, რომელიც დადებითად შეფასდა.
სხდომაზე მერიის ახალშექმნილი სამსახურების დებულებიც დამტკიცდა.