მინი საფეხბურთო მოედანი და სკვერი ხელვაჩაურში

მინი საფეხბურთო მოედანი და სკვერი ხელვაჩაურში

მერის მოადგილეებმა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი საფეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე დასრულებულია სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები. სკვერი კეთილმოეწყობა მინი გასართობი ატრაქციონებითა და ტრენაჟორებით.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 116 000 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს შპს „დიდგორი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.